დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ

დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში კითხვა-პასუხის რეჟიმისთვის ემზადება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ შემდგომი სხდომები ოპოზიციის „ანტიკონსტიტუციურ შინაარს“ სრულად აჩვენებს.

მისი შეფასებით, მოსაპასუხე მხარე ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი და ლოგიკას აცდენილი არგუმენტებით შეეცდება „თავის დაძვრენას“, თუმცა ამას ვერ შეძლებენ.

„სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის არაკონსიტუციური შინაარსი, დანაშაულების კასკადი, რომელიც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი კონსტიტუციის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ამიტომ, კითხვა პასუხის რეჟიმში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ამ პარტიების ქმედების სწორედ ეს არაკონსტიტუციური სახე. ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ არაკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს კითხვებზე, რომელიც მოსარჩელე მხარეს ექნება. პირიქით, იქნება მცდელობა პროცესის გაწელვის და შინაარსობრივად არასრული, ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით ისინი შეეცდებიან, თავის დაძვრენას ამ მოცმულობისგან, რომელსაც, ბუნებრივია, ისინი ვერ შეძლებენ“, - განუცხადა დავით მათიკაშვილმა “რუსთავი2“-ს.

როგორც ცნობილია, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის, რა პროცესიც 9 ნოემბრიდან დაიწყება.