ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პრაღა-რომის რეისი ვენეციაში გადამისამართდა

ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პრაღა-რომის რეისი ვენეციაში გადამისამართდა

Wizz Air-ის რეისი, რომელიც პრაღიდან რომში მიფრინავდა, ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ვენეციის მიმართულებით გადამისამართდა და იქ დაეშვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო ANSA-მ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გაფრთხილება რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის საკონტროლო-დისპეტჩერულ პუნქტში განხორციელებული სატელეფონო ზარის მეშვეობით მიიღეს, თუმცა სააგენტოს წყარომ ეს ცნობა უარყო.

Reuters-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიებმა ბორტზე ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები მიიღეს.