დონალდ ტრამპი კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ - ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე, უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს პირადად შეხვდა.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რაზე ისაუბრა პუტინის წარმომადგენელთან, თუმცა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა მალე გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარებას ისახავს მიზნად.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების საკითხი გადაწყვეტასთან ახლოსაა და რომ ეს შეთანხმება მთელ ევროპასაც შეეხოს.
„ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე. უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება, დიდი შეთანხმება იქნება და მასში უკრაინაზე მეტი მხარე იქნება ჩართული. შეიძლება მასში მთელი ევროპაც კი იყოს ჩართული. ეს იქნება დიდი და შესანიშნავი შეთანხმება, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩება“, - განაცხადა ტრამპმა.

























