Bloomberg - მარკო რუბიო თანამდებობის დატოვებას განიხილავს

Bloomberg - მარკო რუბიო თანამდებობის დატოვებას განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თანამდებობის დატოვებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg -ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თანამდებობის დატოვებას განიხილავს.

გამოცემის წყაროებით თქმით, რუბიომ თანამდებობის დატოვების შესახებ თეთრის სახლის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენის სპიკერმა, დილან ჯონსონმა Bloomberg-თან საუბარში უარყო ამის შესახებ ცნობები და მათ “უსაფუძვლო გამოგონილი ამბავი” უწოდა.