საქართველოს საპენსიო ფონდი კონსერვატიულ, დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებს და მათ შორის სხვაობას განმარტავს

საქართველოს საპენსიო ფონდი კონსერვატიულ, დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებს და მათ შორის სხვაობას განმარტავს.
სტატიაში განხილულია თითოეული პორტფელის რისკი, საერთაშორისო აქციების წილი, მოსალოდნელი მერყეობა და გრძელვადიანი ზრდის შესაძლო პოტენციალი.
„საქართველოს საპენსიო ფონდი ბლოგში მარტივად ხსნის, რა განსხვავებაა კონსერვატიულ, დაბალანსებულ და დინამიკურ საინვესტიციო პორტფელებს შორის. სტატიაში განხილულია თითოეული პორტფელის რისკი, საერთაშორისო აქციების წილი, მოსალოდნელი მერყეობა და გრძელვადიანი ზრდის შესაძლო პოტენციალი.
ბლოგი პორტფელების ცვლილების შესაძლებლობასაც განმარტავს. იმისათვის, რომ გადაწყვეტილება გაცნობიერებულად მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ კონსერვატიულ პორტფელში საერთაშორისო აქციების მიზნობრივი წილი 16%-ს შეადგენს, რაც შედარებით მცირე მოსალოდნელ მერყეობასა და გრძელვადიანი ზრდის შედარებით დაბალ პოტენციალს უკავშირდება. დაბალანსებულ პორტფელში საერთაშორისო აქციების წილი 35%-ია, რაც ზომიერი რისკისა და შესაბამისი პოტენციური გრძელვადიანი ამონაგების შესაძლებლობას ქმნის. დინამიკურ პორტფელში, კი საერთაშორისო აქციების მიზნობრივი წილი 55%-ს აღწევს, რის გამოც მას ახასიათებს ღირებულების უფრო მკვეთრი მოსალოდნელი მერყეობა, თუმცა ამავდროულად შედარებით მაღალი პოტენციური გრძელვადიანი ამონაგებიც.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია საპენსიო ასაკამდე დარჩენილი დროის შუალედი და რისკისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება შეაფასოთ. სტატიაში განმარტებულია, რომ სხვადასხვა პორტფელი განსხვავდება როგორც მოსალოდნელი მერყეობით, ისე გრძელვადიანი ზრდის პოტენციალით, ამიტომ საუკეთესო არჩევანი ის პორტფელია, რომელიც კონკრეტული მონაწილის ფინანსურ მიზნებსა და რისკისადმი დამოკიდებულებას შეესაბამება.
აქვე შეგახსენებთ, რომ საპენსიო პორტფელის შეცვლა 12 თვეში ერთხელ არის შესაძლებელი. პორტფელის შეცვლის განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ საქართველოს საპენსიო ფონდის ოფისში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N14) ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ქვეყნის მასშტაბით. ასევე, იმ მონაწილეებს, რომლებიც ფლობენ ელექტრონულ პირადობის მოწმობას, ბარათის წამკითხველ მოწყობილობასა და ავთენტიფიკაციის PIN კოდს, პორტფელის შეცვლა დისტანციურად, ელექტრონული სერვისების გამოყენებითაც შეუძლიათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვრცლად გაეცანით ბმულზე.

























