ირანის პარლამენტის სპიკერი - ამერიკელებმა ომს უთხრეს „არა“

სინდისის კარნახით თუ ცხოვრების ხარჯების გაძვირების გამო, ამერიკელებმა ომს უთხრეს „არა“ და ჩვენც მხარს ვუჭერთ ამ გზავნილს, - ასე ეხმაურება ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს.
„თუ აშშ-ის მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წავა და საერთაშორისო მფარველებისა და შანტაჟისტების ინტერესებს მოემსახურება, მაშინ გაიგებს, რომ ჩვენს „არას“ კოშმარიც მოჰყვება“, - წერს ირანის პარლამენტის სპიკერი.
შეგახსენებთ, წინასწარი პროგნოზებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას „დემოკრატები“ მოიპოვებენ.

























