კანზასის, აიოვასა და მეინის შტატებში სენატის არჩევნებში “დემოკრატებმა” გაიმარჯვეს

კანზასის, აიოვასა და მეინის შტატებში სენატის არჩევნებში “დემოკრატებმა” გაიმარჯვეს

ადამ ჰამილტონი პირველი “დემოკრატი” გახდა თითქმის ბოლო 100 წლის განმავლობაში, რომელმაც კანზასის შტატში სენატის მანდატი მოიპოვა.

მედიის ინფორმაციით, ჰამილტონმა მოქმედი “რესპუბლიკელი” სენატორი, როჯერ მარშალი დაამარცხა.

ამასთან, აიოვაში აშშ-ის სენატის არჩევნებში “დემოკრატმა” ჯოშ ტურეკმა გაიმარჯვა; მან უკიდურესად დაძაბულ ბრძოლაში “რესპუბლიკელი” კონგრესმენი ეშლი ჰინსონი დაამარცხა.

მედიის ინფორმაციით, ტურეკის გამარჯვება ნიშნავს, რომ აიოვაში სენატის მანდატი “დემოკრატმა”კანდიდატმა 2008 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.

“დემოკრატმა” კანდიდატმა, ტროი ჯექსონმა გაიმარჯვა მეინის შტატში აშშ-ის სენატის არჩევნებში გაიმარჯვა და დიდი ხნის სენატორი სიუზან კოლინსი დაამარცხა.

მედიის პროგნოზით, “დემოკრატები” სენატზე კონტროლს მოიპოვებენ.