საარჩევნო უბნები აშშ-ის ყველა შტატში გაიხსნა

საარჩევნო უბნები აშშ-ის ყველა შტატში გაიხსნა

აშშ-ის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები ქვეყნის 50-ვე შტატში გაიხსნა.

ფლორიდის შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო ხმის მიცემის პროცესის დაწყების შემდეგ 21 საარჩევნო უბნის გადატანა გახდა საჭირო.

ასევე, ერთ-ერთ ოლქში კომპიუტერული პროგრამის მუშაობის შეფერხების გამო ხმის მიცემის პროცესი 20 წუთით შეჩერდა.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, ხოლო კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.

პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყება. ყველაზე ადრე საარჩევნო უბნები ინდიანასა და კენტუკის შტატებში იხურება (თბილისის დროით 4 ნოემბერს, 3:00 საათზე), ხოლო ყველაზე გვიან ალასკაზე (თბილისის დროით 4 ნოემბერს, 10:00 საათზე).