ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს მგზავრების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს მგზავრების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულები არიან მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

“ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.