ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ყველა შესაძლებლობით მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მისწრაფებები განახორციელოს - სომხეთისთვის საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ყველა შესაძლებლობით მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მისწრაფებები განახორციელოს - სომხეთისთვის საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

ჩვენ ყველა შესაძლებლობით მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მისწრაფებები განახორციელოს - სომხეთისთვის საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

„რამდენადაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და გულწრფელად, რომ ვთქვა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღებისას, ჩვენ სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებამ და საქართველოს მისწრაფებამ შთაგვაგონა, რომ სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ჩვენთვის, სომხეთისთვის, საქართველოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჩვენი ევროპული პოლიტიკისა და ჩვენი ევროპული პროცესის აღქმისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთის მიზანი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის და შემდგომ სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებაა.

„ჩვენი ოთხი მეზობლიდან ორი, საქართველო და თურქეთი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან. ეს ჩვენი ევროპული პოლიტიკისთვის სასარგებლოა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს რეგიონში სომხეთი მესამე კანდიდატი ქვეყანა გახდება“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.