ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დელეგაციასთან ერთად, გერმანიაში ჩავიდა.
„მე და ჩემი გუნდი ბერლინში ვიმყოფებით. დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის კანცლერთან, პრეზიდენტსა და ბუნდესტაგის პრეზიდენტთან. ასევე, მონაწილეობას მივიღებ ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაში”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი საკითხებია დიპლომატიური კოორდინაცია, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა.
„წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის. მთავარი საკითხებია: დიპლომატიური კოორდინაცია, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა. სწორედ ეს იქნება დღევანდელი მოლაპარაკებების პრიორიტეტები. ყველას გვაერთიანებს ინტერესი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის მიმართ. ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს პრინციპები კონკრეტულ გადაწყვეტილებებად და ქმედებებად ვაქციოთ. მადლობას ვუხდით გერმანიას ადამიანთა სიცოცხლის დაცვის საქმეში ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერისთვის, ასევე - ძალიან შინაარსიანი თანამშრომლობისთვის!”- აცხადებს ზელენსკი.

























