ქუთაისში „ქონექთის“ ორი ახალი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

ქონექთი ქსელის გაფართოებას აქტიურად განაგრძობს და ქუთაისში ორ ახალ ავტოგასამართ სადგურს ხსნის. ახალი ავტოგასამართი სადგურები - სულხან-საბას გამზ. №8-სა და ავტოქარხნის დასახლებაში, ორახელაშვილის ქუჩის №14-ში მდებარეობს. ქონექთი ახალ მისამართებზე მძღოლებისთვის საწვავით გამართვის მოსახერხებელი მდებარეობისა და მომსახურების ფორმატის არჩევანს ზრდის.
თვითმომსახურება ორახელაშვილის ქუჩაზე - სპეციალური ფასით
ორახელაშვილის ქუჩის №14-ში ქონექთის თვითმომსახურების სადგური გაიხსნა, სადაც მომხმარებელი თავად იხდის თანხას და ასხამს საწვავს. ფორმატი აერთიანებს მარტივ მომსახურებას, პროცესის უშუალოდ მართვის შესაძლებლობასა და სტანდარტულ მომსახურებასთან შედარებით დაბალ ფასს.
გახსნასთან დაკავშირებით, ამ სადგურზე შეზღუდული დროით სპეციალური ფასი მოქმედებს: მომხმარებელი თითოეულ ლიტრ საწვავს ქონექთის თვითმომსახურების სტანდარტულ ფასთან შედარებით დამატებით 10 თეთრით ნაკლებად შეიძენს.
ახალი სადგური სულხან-საბას ქუჩაზე
სულხან-საბას ქუჩის №8-ში გახსნილი სადგური ქუთაისში ქონექთის ქსელს კიდევ ერთ მდებარეობას მატებს. ადგილობრივ მოსახელობას და ამ მარშრუტზე მოძრავ მძღოლებს ავტომობილის საწვავით გამართვა მათთვის მოსახერხებელ ადგილზე შეუძლიათ. გახსნასთან დაკავშირებული სპეც. ფასი ქონექთის ამ ახალ მისამართზეც იმოქმედებს.

ევროპული საწვავი და X-Power-ის ხაზი
ქონექთის ქსელში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ხუთი პროდუქტი:
- X-Power სუპერ 98;
- X-Power პრემიუმ 95;
- ევრორეგულარი;
- X-Power ევროდიზელი;
- ევროდიზელი.
ქონექთი მომხმარებელს ევროპიდან მოწოდებულ, EURO 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. X-Power-ის ხაზი ხელს უწყობს საწვავის სისტემის შესაბამისი კომპონენტების სისუფთავის შენარჩუნებასა და კოროზიისგან დაცვას, რაც სისტემის გამართულ მუშაობას ემსახურება.
ქონექთის ქსელი საქართველოს მასშტაბით 170-მდე სადგურს აერთიანებს. ქუთაისში ახალი ობიექტების გახსნით კომპანია აგრძელებს გაფართოებას, რათა მომხმარებლისთვის საწვავი ყოველდღიურ მარშრუტებზე უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
ქონექთის ახალი სადგურები ქუთაისში:
- სულხან-საბას გამზ. №8;
- ავტოქარხნის დასახლება, ორახელაშვილის ქუჩა №14 - თვითმომსახურება, შეზღუდული დროით სპეციალური ფასით.
ინფორმაციას „ქონექთი“ ავრცელებს.

























