ირაკლი კირცხალია - 4-ში დაიწყეს შარშან, 4-ში უნდა დაემთავრებინათ, მაგრამ 1 წლის თავზე დაამთავრეს ცრემლებით, სინანულით და მონანიებით

4-ში დაიწყეს შარშან, 4-ში უნდა დაემთავრებინათ, მაგრამ 1 წლის თავზე დაამთავრეს ცრემლებით, სინანულით და მონანიებით, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების ნაწილის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე განაცხადა.
როგორც კირცხალია აღნიშნავს, სახელმწიფო ყველას გაუწევს შეღავათს, ვინც, აღიარებს იმას, რასაც სჩადიოდა.
„მათი გულწრფელობა ნაკლებად გვაინტერესებს, ფაქტი ერთია, აღიარებენ იმას, რასაც რეალურად სჩადიოდნენ. ჩვენი პოლიტიკა 2012 წლიდან ჰუმანურობაზეა აგებული, ქვეყნის პირველმა პირმა თქვა მკაფიოდ ეს ყველაფერი, მე განვმეორდები - ვინც მოინანიებს, ყველას ექნება შეწყალება, სახელმწიფო ყველას შეიწყალებს. რაც შეეხებათ დაკავებულებს, 4-ში დაიწყეს შარშან, 4-ში უნდა დაემთავრებინათ, მაგრამ 1 წლის თავზე დაამთავრეს ცრემლებით, სინანულით და მონანიებით. არაუშავს, გვიან არასდროსაა, დღესაც, ამ ტრიბუნიდანაც ვეუბნები, გუნდის სახელით განვმეორდები, პრემიერის სიტყვებს გავიმეორებ: ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოინანიებს და აღიარებს, იმას, რასაც ის სჩადიოდა, ნებსით, უნებლიედ, თუ ადგილზე გააცნობიერა ეს, ყველა იქნება შეწყალებული“, - განაცხადა კირცხალიამ.

























