პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებისთვის შესაძლოა, კონკრეტული პირობები და მოთხოვნები დაუწესდეთ, რომლის გარეშეც სარჩელს სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს

პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებისთვის შესაძლოა, კონკრეტული პირობები და მოთხოვნები დაუწესდეთ, რომლის გარეშეც სარჩელს სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს

არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასასაჩივრებლად შესაძლოა კონკრეტული პირობები და მოთხოვნები დაუწესდეს, რომლის გარეშეც სარჩელს სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს.

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, ცვლილება არჩევნების გასაჩივრების წესებშიც შედის.

კანონს ამ მიმართულებით ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება. ასევე არ არის ან არასრულად ან შეცდომით არის ასახული, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგები.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული მოთხოვნების დარღვევით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება. ამასთან, სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით იმსჯელოს და შესაბამისი დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ცესკოს მისივე შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი მონაცემების გასწორება დაავალოს.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.