მედია  - Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან ბულგარეთში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის გამო უნგრეთში დაეშვა

მედია  - Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან ბულგარეთში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის გამო უნგრეთში დაეშვა

Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან ბულგარეთში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის გამო უნგრეთში დაეშვა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი ლონდონიდან სოფიაში მიფრინავდა, როდესაც ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინება მიიღო.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრის, რომულუს რუსინ-სენდის განცხადებით, თვითმფრინავმა მარშრუტი შეიცვალა და ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში დაშვება ითხოვა.

ინფორმაციის მიღების შემდეგ თვითმფრინავს ბუდაპეშტის აეროპორტამდე ესკორტირება უნგრეთის საჰაერო ძალების Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა გაუწიეს.

Wizz Air-მა განაცხადა, რომ თვითმფრინავი აეროპორტში შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს.