„თბილისი ენერჯი“ ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობებისა და ლიცენზიების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

„თბილისი ენერჯი“ ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობებისა და ლიცენზიების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

შ.პ.ს. „თბილისი ენერჯი“ ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობებისა და ლიცენზიების შესყიდვაზე აცხადებს ტენდერს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„შესასყიდი მოწყობილობების, ლიცენზიებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 11 ნოემბერი 17:00 საათი. დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 577998876 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: purchase@te.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.