ირაკლი კუპრაძე - მე მთხოვენ, რატომ არ ვემიჯნები 2007 თუ 2008 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯებს - მაშინ მე 12-13 წლის ვიყავი, თენგიზ შარმანაშვილი კი მიხეილ სააკაშვილის ელჩი იყო სომხეთში, ხოლო გივი მიქანაძე - ადეიშვილის მოადგილე

ირაკლი კუპრაძე - მე მთხოვენ, რატომ არ ვემიჯნები 2007 თუ 2008 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯებს - მაშინ მე 12-13 წლის ვიყავი, თენგიზ შარმანაშვილი  კი მიხეილ სააკაშვილის ელჩი იყო სომხეთში, ხოლო გივი მიქანაძე - ადეიშვილის მოადგილე

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური, სპეკულაციური და სადამსჯელო პროცესი, რომელიც ხორციელდება „არაქართული ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ის 89 დეპუტატი, რომელმაც პარტიების აკრძალვაზე სარჩელი წარადგინა, თვითონ არის მათ მიერ დასახელებული ბრალდებების ადრესატი.

„89 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვის განაცხადი წარადგინა, თავად არის იმ ბრალდებების ადრესატები, რაც უწერიათ სარჩელში. თავად მიქანაძე იყო ადეიშვილის მოადგილე, ანზორ ბოლქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. სარჩელის ხელმომწერი 89 დეპუტატიდან მინიმუმ 30-40 ზეპირად ვიცი, ვინ სად მუშაობდა წინა ხელისუფლების დროს და რა წვლილი მიუძღვით სხვადასხვა დანაშაულებში. მე მთხოვენ, რატომ არ ვემიჯნები 2007 თუ 2008 წლის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯებს, მაშინ როცა 12-13 წლის ვიყავი, თენგიზ შარმანაშვილი კი მიხეილ სააკაშვილის ელჩი იყო სომხეთში, გივი მიქანაძე იყო ადეიშვილის მოადგილე და გიორგი ვოლსკი ჩინოვნიკი. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები სხვადასხვა მაღალ პოზიციებს იკავებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში. მათი განცხადებები სასაცილოა,“ - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.