ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხმის დათვლის პროცესი დასრულდა - ილიანა იოტოვამ ხმების 57.57%-ით გაიმარჯვა

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხმის დათვლის პროცესი დასრულდა - ილიანა იოტოვამ ხმების 57.57%-ით გაიმარჯვა

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი დასრულდა, საბოლოო შედეგებით გამარჯვება ილიანა იოტოვამ მოიპოვა.

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ იოტავამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 57.57 პროცენტი მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი გიუროვმა კი - 39.48 პროცენტი.

ბულგარელი ამომრჩევლების 2.9 პროცენტმა კი ხმა არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცა.