ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში­ ავრცელებს.

„ჩვენს გუნდთან ერთად სტამბოლში ჩავედით. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ, რათა ჩვენი ხალხის თავდაცვა, თურქეთთან ორმხრივი პარტნიორობა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივები გავაძლიეროთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოთანთან შეხვედრაზე შავ ზღვაში მიმოსვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

„ასევე, დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.