დიმიტრი პესკოვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობა არ განხილულა

დიმიტრი პესკოვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობა არ განხილულა

რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნების მონაწილეობის შესაძლებლობა არავისთან არ განხილულა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არა, ეს საკითხი არავისთან განხილულა. როგორც ჩანს, ეს Financial Times-ის რედაქციაში განიხილეს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს Financial Times-ის სტატიაზე კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, აშშ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის სავარაუდო წარმომადგენლებად დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას განიხილავს.

საკითხს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვიც და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საუბარი სამმხრივი შეხვედრის განახლებას ეხება.

“ჩვენ შევთანხმდით სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებაზე“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.