ლევან სამუშია - ამ ქვეყანას ჰყავდა ორგზის პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, რომელიც დღეს კორუფციაზეა ბრალდებული და იყო „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე და ეს ხალხი ჩვენ გვედავება - კორუფციის ჭაობშია ქვეყანა ჩაფლული

ამ ქვეყანას ჰყავდა ორგზის პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, რომელიც დღეს კორუფციაზეა ბრალდებული და იყო „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე. უმაღლესი თანამდებობის პირი მეტი არ არსებობს და ეს ხალხი ჩვენ გვედავება - კორუფციის ჭაობშია ეს ქვეყანა ჩაფლული - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარმოთქმისას განაცხადა.
მისივე თქმით, რაზეც ის საუბრობს, არის სასამართლოს გადაწყვეტილებებითა და პროკურატურის ბრალდებებით დადგენილი ფაქტები.
„ამ ქვეყანას ჰყავდა ორგზის პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, რომელიც დღეს კორუფციაზეა ბრალდებული და იყო „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე. უმაღლესი თანამდებობის პირი მეტი არ არსებობს და ეს ხალხი ჩვენ გვედავება.
ამ ქვეყანას ჰყავდა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ ჯარში კორუფცია მქონდაო და აღიარა კიდეც. ეს ადამიანები უსაფრთხოებაზე ჩვენ გვესაუბრებიან. ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის უმთავრესი. როცა ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ეს ფაქტია. მე ხომ არ ვსაუბრობ აქ მოგონილ ფაქტებზე, ეს სასამართლო გადაწყვეტილებებია, პროკურატურის ბრალდებებია, ამაზეა საუბარი. გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანას, თითქმის, 6 წლის განმავლობაში მართავდა, სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუს-ის უფროსი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილიდან ჩემოდნით ხელში ქრთამს იღებდაო. ეს ხომ დადგენილი ფაქტია, სასამართლო გადაწყვეტილებებით. და ეს ხალხი გამოგონილ ბრალდებებზე გვეუბნება ჩვენ. თვითონ ვერ გაურბიან ამ მასშტაბურობას და სისტემურობას რა კორუფციაცაა ამ ქვეყანაში, კორუფციის ჭაობშია ეს ქვეყანა ჩაფლული“,- განაცხადა ლევან სამუშიამ.

























