გიორგი სიორიძე - ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა და დიქტატურის გაფორმება, სურს ჩამოიშოროს გზიდან ვინც მის წინააღმდეგაა

გიორგი სიორიძე - ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა და დიქტატურის გაფორმება, სურს ჩამოიშოროს გზიდან ვინც მის წინააღმდეგაა

ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა და დიქტატურის გაფორმება. სურს ჩამოიშოროს გზიდან ვინც მის წინააღმდეგაა, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.

მისი განმარტებით, სასამართლო სხდომებმა ნათლად აჩვენა, რომ მმართველ გუნდს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი არგუმენტი პოლიტიკური პარტიების გასაუქმებლად. სიორიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია ქვეყანაში სრული კონტროლის დამყარება და ყველა იმ სუბიექტის თუ მოქალაქის ჩამოშორება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს.

„დღევანდელ დღეს ჩვენ გვქონდა პასუხი. „ოცნებას“ არ აქვს სამართლებრივი არგუმენტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მიზანს, ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა და დიქტატურის გაფორმება, ჩამოიშოროს გზიდან ვინც მის წინააღმდეგაა“, - აცხადებს სიორიძე.