სალომე სამადაშვილი - მე მაქვს ერთადერთი მოთხოვნა დღეს ხელისუფლებისგან და ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს - ეს არის ელენეს გათავისუფლება საპატიმროდან

მე მაქვს ერთადერთი მოთხოვნა დღეს ხელისუფლებისგან და ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს - ეს არის ელენეს გათავისუფლება საპატიმროდან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ელენე ხოშტარიას, მოგონილი ბრალდებით და აბსურდული ბრალის შედეგად მისჯილი სასჯელის ნახევარზე მეტი, აქვს მოხდილი და არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს იმისა, რომ ის დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული საპატიმროდან’’.
„მიმაჩნია, რომ იმ გრძელ ჩამონათვალში „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორის, რომელიც გასულ წლებში იხილა ჩვენმა საზოგადოებამ, ელენე ხოშტარიას დაპატიმრება იქნება ერთ-ერთი გამორჩეული საქმე, რომელზეც ამ რეჟიმს მოუწევს, ადრე თუ გვიან, პასუხისმგებლობის აღება. მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ელენე უმძიმეს მდგომარეობაშია. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობა არის ძალიან მძიმედ დაზიანებული და ჩვენ ვიხილეთ სრულიად შემზარავი სურათი, როგორ გამოიყურება ის და როგორ უწევს ეტლით გადაადგილება.
მე მაქვს ერთადერთი მოთხოვნა დღეს ხელისუფლებისგან და ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში უნდა არსებობდეს საერთოდ, როგორც მოცემულობა და ეს არის ელენეს გათავისუფლება საპატიმროდან. მას მოგონილი ბრალდებით და აბსურდული ბრალის შედეგად მისჯილი სასჯელის ნახევარზე მეტი, მე რამდენადაც მესმის, აქვს მოხდილი. არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს იმისა, რომ ის დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული საპატიმროდან, სადაც, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლოდ იქნა განწესებული რეჟიმის მიერ დასასჯელად, როგორც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის მებრძოლი გამორჩეული პოლიტიკოსი”, - განაცხადა სამადაშვილმა.

























