ლაშა ფარულავა - აზარტული ბიზნესი წამყვანი ბიზნესია საქართველოში, რომელსაც მმართველი პარტია მწვანე შუქს უნთებს, თან ამას როცა აკეთებს, არაფერს უპირისპირებს, არც საზოგადოებრივ კამპანიას ან ინიციატივას, რადგან ეს მათი ბიზნესია

ლაშა ფარულავა - აზარტული ბიზნესი წამყვანი ბიზნესია საქართველოში, რომელსაც მმართველი პარტია მწვანე შუქს უნთებს, თან ამას როცა აკეთებს, არაფერს უპირისპირებს, არც საზოგადოებრივ კამპანიას ან ინიციატივას, რადგან ეს მათი ბიზნესია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი გაძლიერდება.

როგორც ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ლუდომანია ახალგაზრდებში ეგზისტენციალური პრობლემაა, სასიცოცხლო პრობლემაა.

„კი, ვეთანხმები საპატრიარქოს. ვიცი, რომ შიო მესამე იყო ჩართული, რომ გარკვეულწილად რაღაც ეფექტიანი რეგულირება მომხდარიყო ლუდომანიის წინააღმდეგ.

აზარტული ბიზნესი წამყვანი ბიზნესია საქართველოში, რომელსაც მმართველი პარტია მწვანე შუქს უნთებს, თან ამას როცა აკეთებს, არაფერს უპირისპირებს, არც საზოგადოებრივ კამპანიას ან ინიციატივას, რადგან ეს მათი ბიზნესია. გომელაურს [შს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური] ტოტალიზატორისა და კაზინოს ბიზნესი აქვს, ამას ამხელდა სწორედ ლევან ხაბეიშვილი.

კატასტროფაა ხელისუფლების მიდგომა! ასე მარტო მაშინ იქცევიან, როცა ბიძინა ივანიშვილს ოქროს ზოდები და ნახატები შემოაქვს და ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და მისი გარემოცვა ხომ არ დგას ამის უკან? ქვეყანაში რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო არსებობდეს, გავიგებდით, მაგრამ რა გამოძიებაზე ვსაუბრობთ, როცა საკანონმდებლო ორგანო ბიძინა ივანიშვილის ნოტარიუსია?

ეკლესიას დიდი როლი აქვს და მისი ჩართულობა ეფექტიანი იქნება, სრულად ვუჭერ მხარს.

სპორტი დაიქვემდებარა სათამაშო ბიზნესმა, სტადიონი შენდება და ტოტალიზატორის სახელს არქმევენ, „რიყის დოქები“ დაანგრიეს და კაზინოს აშენებენ.

სიონის ტაძრის გვერდით რომ დგას ტოტალიზატორი, წინა ხელისუფლების დროს მოხდა და არ არის მოსაწონი. არ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკანონობაა. იქ სხვა მოცემულობა იყო, ვიღაცამ შენობა შეიძინა და კაზინო გახსნა, კანონი არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“.

სპორტი რა დღეშია და განსაკუთრებით, ეროვნული ჩემპიონატი, ყველამ კარგად ვიცით. იმის მაგივრად, რომ ამაზე იფიქრონ და იზრუნონ, სპორტსმენები იქ რომ სხედან [პარლამენტში] და დაღუპულია ქართული ფეხბურთი, იმაზე კი არ ზრუნავენ, სათამაშო ბიზნესს ხელს უწევენ ერთ დღეში. თან დიდი ჯვრები გაქვთ ჩამოკიდებული და საპატრიარქო რომ გეუბნებათ, არასწორიაო, ამაზე რატომ არ რეაგირებთ?“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.