გიგა ლემონჯავა - კონსტიტუცია არავის აკისრებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს, ამიტომ აღიარება სამართლებრივ შედეგს არ იწვევს - ამბობენ, არაღიარება არის დამხობაო და მაშინ ამ წყობილების სრულად მოქმედი ინსტიტუტის სახელით აქ როგორ სხედან?

კონსტიტუცია და კანონმდებლობა არავის აკისრებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს. ასეთი ვალდებულება ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ აღიარება არც სამართლებრივ ვალდებულებას არღვევს და არც სამართლებრივ შედეგს იწვევს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელზე ახსნა-განმარტების წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „რაც სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ქმედება ვერ იქნება”.

“დამხობის მიზნით ასეთი განცხადება მტკიცებულებად მხოლოდ შინაარსით შეიძლება შეფასდეს და მის შინაარსში ძალადობის ან კონსტიტუციის გვერდის ავლის არცერთი ელემენტი არ არის. ამას სხვათა შორის, თავად „ქართული ოცნება“, მოსარჩელე მხარეც ადასტურებს. რატომ? - მისი არსებობა, საერთოდ ამ დარბაზში რომ არიან, ამის მტკიცებაა. პარლამენტი ორი წელია ფუნქციონირებს, ფაქტი სახეზეა, კანონებს იღებს. ჩემი აზრით, საშინელ კანონებს, მაგრამ მაინც იღებს კანონებს, ფაქტია. თანამდებობის პირებს ირჩევს - ჩემი აზრით, ცუდ თანამდებობის პირებს, მაგრამ მაინც ირჩევს და თავად ეს სარჩელი ამ პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი. თუ არაღიარება კონსტიტუციური წყობილების დამხობა იყო, მოსარჩელე ამ წყობილების სრულად მოქმედი ინსტიტუტის სახელით როგორ არის წარმოდგენილი? ანუ თუ მოსარჩელე ამბობს, რომ მათი არაღიარება, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მაშინ ამ წყობილების სრულად მოქმედი ინსტიტუტის სახელით ვერ გამოვიდოდა ამ პროცესზე დღეს, ხომ მეთანხმებით ამაში? ამბობენ, რომ არაღიარება არის დამხობაო და ამავე დროს, ამ ინსტიტუტის სახელით აქ სხედან“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

საკუთარი ახსნა-განმარტების წარდგენისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გიგა ლემონჯავას მიმართა და სთხოვა, რომ შეფასებების ნაწილის ნაცვლად, „საქმეზე ელაპარაკა“.

"ერთი რამ შემიძლია ახლა დაგიდასტუროთ: ფეიქრიშვილი საკანში ნამდვილად არ იყო მარტო" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე

"ერთი რამ შემიძლია ახლა დაგიდასტუროთ: ფეიქრიშვილი საკანში ნამდვილად არ იყო მარტო" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე

"გულწრფელად მითხარი, გთხოვ, როგორც დედამ დედას, საერთოდ არ გრცხვენია? ღმერთს გეფიცები, შენზე ლოცულობს ნია, რომ ღმერთმა მოგიტევოს“ - პირდაპირ ეთერში, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის დედა პროკურორს დაუპირისპირდა