სომხეთის პარლამენტმა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის ეროვნულმა კრებამ სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

პროექტი სომხეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარადგინა.

ინიციატივას მხარი დაუჭირა პარლამენტის 63-მა წევრმა, წინააღმდეგ კი 32 დეპუტატი წავიდა.

„სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ (TRIPP) პროექტის განხორციელების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის ივნისში მოაწერეს: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დოკუმენტს ხელი 1-ელ ივნისს ვაშინგტონში მოაწერა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარაზ მირზოიანმა კი 4 ივნისს ერევანში.