BTU-ში აკადემიური პერსონალის AI სერტიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა

BTU-ში აკადემიური პერსონალის AI სერტიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) აკადემიური პერსონალის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სერტიფიცირების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. 2026–2027 სასწავლო წლიდან BTU-მ ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციები აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ნაწილად აქცია და მათი დადასტურებისთვის სერტიფიცირების სისტემა დანერგა. პროგრამის მიზანია, პროფესორებმა და ლექტორებმა AI ინსტრუმენტები სასწავლო პროცესში გააზრებულად, ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოიყენონ.

სერტიფიცირების პროგრამა ეტაპობრივია, ხოლო მინიჭებული სტატუსი ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ცოდნისა და კომპეტენციების განახლების საფუძველზე ახლდება. ამ მოდელით უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის AI კომპეტენციების რეგულარულ განვითარებას, შეფასებასა და დადასტურებას.

პირველი ეტაპის ფარგლებში აკადემიურმა პერსონალმა გაიარა ინტენსიური ტრენინგი, რომელიც მოიცავდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და რისკებს, პერსონალური მონაცემების დაცვას, მიკერძოებულობის საკითხებს, ასევე სილაბუსებისა და შეფასების სისტემების ადაპტირებას AI-ის ეპოქისთვის. პროგრამის ფარგლებში ასევე, პროფესორებმა და ლექტორებმა 250-ზე მეტი სასწავლო AI აგენტი შექმნეს, რომლებიც სტუდენტებს სასწავლო პროცესში ეხმარება.

აკადემიური პერსონალის AI სერტიფიცირების პროგრამა BTU-ში გრძელვადიანი პროცესის ნაწილია, რომელიც პროფესორებისა და ლექტორების კომპეტენციების მუდმივ განვითარებას, განახლებასა და პერიოდულ დადასტურებას ითვალისწინებს. ამ მიდგომით უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას სწავლების ხარისხის განვითარებასა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ სტანდარტებს უკავშირებს.

(R)

"ერთი რამ შემიძლია ახლა დაგიდასტუროთ: ფეიქრიშვილი საკანში ნამდვილად არ იყო მარტო" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე

"ერთი რამ შემიძლია ახლა დაგიდასტუროთ: ფეიქრიშვილი საკანში ნამდვილად არ იყო მარტო" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე

"გულწრფელად მითხარი, გთხოვ, როგორც დედამ დედას, საერთოდ არ გრცხვენია? ღმერთს გეფიცები, შენზე ლოცულობს ნია, რომ ღმერთმა მოგიტევოს“ - პირდაპირ ეთერში, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის დედა პროკურორს დაუპირისპირდა