წიგნი, რომელიც მოგონებებს ინახავს - ბიბლუსის კამპანია #სახსოვრადჩემგან

წიგნი, რომელიც მოგონებებს ინახავს - ბიბლუსის კამპანია #სახსოვრადჩემგან

#სახსოვრადჩემგან - ამ სახელით “ბიბლუსმა” დაიწყო ახალი კამპანია, რომელიც წიგნის ჩუქებას კიდევ უფრო პირადულ და განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს. წიგნზე დატოვებული რამდენიმე სიტყვა, ხელნაწერი მიძღვნა ან პატარა გზავნილი საჩუქარს უნიკალურ მოგონებად აქცევს. ეს არის შესაძლებლობა, საყვარელ ადამიანს არა მხოლოდ წიგნი, არამედ საკუთარი ემოცია, ფიქრები და გულწრფელი სათქმელიც აჩუქო.

„წიგნი ხომ მხოლოდ ამბების წასაკითხად არ არსებობს - მას საკუთარი ამბების შენახვაც შეუძლია“ - აღნიშნავენ „ბიბლუსში“ და ეს მართლაც ასეა. წარმოიდგინეთ, რამდენად განსაკუთრებულია, წლების შემდეგ შემთხვევით გადაშალოთ წიგნი, რომელიც ოდესღაც საყვარელმა ადამიანმა გაჩუქათ და მის პირველ გვერდზე თქვენთვის დატოვებული წარწერა აღმოაჩინოთ. შესაძლოა, ეს მხოლოდ ერთი წინადადება იყოს, რამდენიმე თბილი სიტყვა ან ხელმოწერა, მაგრამ სწორედ ამ პატარა დეტალს შეუძლია წარსულში დაგაბრუნოთ, გაგახსენოთ კონკრეტული დღე, განცდა, ურთიერთობა ან ადამიანი, რომლის გახსენებაც ყოველთვის გაგათბობთ.

დრო გადის, ყოველდღიური ამბები კი თანდათან გვავიწყდება. თუმცა არსებობს დეტალები, რომლებიც მოგონებებს ცოცხლად ინახავს. ხელნაწერი წარწერა სწორედ ასეთ კვალს ტოვებს - ის ინახავს არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ იმ მომენტის ემოციასაც, როდესაც წიგნი გვაჩუქეს.

ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი ყოველდღიურობაში უთქმელი გვრჩება. გვავიწყდება მადლობის გადახდა, სიყვარულის გამოხატვა, იმის თქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის კონკრეტული ადამიანი. წიგნის ჩუქება წარწერით კი ამ ყველაფრის გადმოცემის შესაძლებლობაა. რამდენიმე გულწრფელი სიტყვა შეიძლება გახდეს პატარა გზავნილი, რომელსაც ადამიანი წლების განმავლობაში შეინახავს და საჭირო დროს ისევ დაუბრუნდება. სწორედ ამიტომ წიგნზე მიძღვნილი წარწერა საჩუქრის უბრალო დამატება არ არის, მას ბევრად მეტი დატვირთვა აქვს.

#სახსოვრადჩემგან გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ის არის, რომელშიც საკუთარი თავის პატარა ნაწილს ვტოვებთ. შეარჩიე წიგნი საყვარელი ადამიანისთვის, დაურთე რამდენიმე გულწრფელი სიტყვა და აჩუქე მოგონება, რომელიც დროს გაუძლებს.

(R)