ლუის ინასიუ ლულა და სილვა ფლავიო ბოლსონაროს აშშ-ში წასვლაზე - მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყნიდან ფარულად მიდის, ალბათ რაღაც არასწორი აქვს ჩადენილი

სულ ვფიქრობ, რა ხდება იმ მოქალაქის გონებაში, რომელმაც არჩევნები წააგო და ქვეყნიდან გარბის. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც არაფრის ეშინია, - ასე ეხმაურება ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა ფლავიო ბოლსონაროს აშშ-ში წასვლას.
„მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყნიდან ფარულად მიდის, ალბათ რაღაც არასწორი აქვს ჩადენილი“, - განაცხადა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ. მისი თქმით, სწუხს ფლავიოს მიერ ამომრჩევლებისა და დემოკრატიის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო.
CNN -ის ინფორმაციით, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ფლავიო ბოლსონარო, ოჯახთან ერთად, აშშ-ში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპმა სენატორ ფლავიო ბოლსონაროს შეერთებულ შტატებში შესვლის ნება დართო. ბოლსონაროსთან დაახლოებული წყაროს თქმით, მას ბრაზილიაში დაპატიმრების ეშინოდა. ამჟამად ბრაზილიის უმაღლესი სასამართლო კორუფციულ ქმედებებში, ფულის გათეთრებასა და ვალუტის მიმოქცევის წესების დარღვევაში მის სავარაუდო მონაწილეობის იძიებს.

























