ისრაელის ცესკო - დათვლილია ხმების , 41.9% : ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 57 მანდატი მოიპოვა, გადი აიზენკოტის ბლოკმა - 47

ისრაელის საარჩევნო კომისიამ ხმების, 41.9% -ის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 57 მანდატს მოიპოვებს, მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი კი - 47 მანდატს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
წინასწარი შედეგებით, 12 მანდატი ერგო „ერთობლივ სიას“, ძირითადად არაბული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას, რომელიც არცერთ ბლოკს არ მიეკუთვნება და 4 მანდატი პარტია "რაამს".
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა.

























