ზაზა ბიბილაშვილი - ის ფაქტორი, რომ მანანა კობახიძე გადადგა ამ პროცესის წინ, ჩემთვის პირადად ადასტურებს იმას, თუ რა ტიპის ინსტრუქციაა მისული საკონსტიტუციო სასამართლოში

ზაზა ბიბილაშვილი - ის ფაქტორი, რომ მანანა კობახიძე გადადგა ამ პროცესის წინ, ჩემთვის პირადად ადასტურებს იმას, თუ რა ტიპის ინსტრუქციაა მისული საკონსტიტუციო სასამართლოში

ის ფაქტორი, რომ მანანა კობახიძე გადადგა ამ პროცესის წინ, ჩემთვის პირადად ადასტურებს იმას, თუ რა ტიპის ინსტრუქციაა მისული საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბიბილაშვილის თქმით, მანანა კობახიძის თანამდებობიდან წასვლა იმაზეც მიუთითებს, რომ ასეთი სასამართლოს პირობებში განსხვავებული აზრის დაწერაც შეუძლებელია.

„ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, რომ ზოგიერთ მოსამართლეს ისეთი რამ ესმის ძალიან კარგად და მწყობრად, რაც საერთოდ არ არის სარჩელში მოყვანილი და ჩამოყალიბებული. მეორე მხრივ, ჩვენს წარმომადგენელს, ალიკა კუპრავას ეუბნება, გაუგებარია, რას ემსახურება თქვენი გამოსვლაო, როცა ძალიან ნათელია საზოგადოებისთვის, რომ მისი გამოსვლა ემსახურებოდა იმ მოწმეთა არასანდოობისა და მიკერძოების ხაზგასმას.

ის ფაქტორი, რომ მანანა კობახიძე გადადგა ამ პროცესის წინ, ჩემთვის პირადად ადასტურებს იმას, თუ რა ტიპის ინსტრუქციაა მისული საკონსტიტუციო სასამართლოში. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო იქნებოდა თავისუფალი, მაშინ მანანა კობახიძეს შეეძლებოდა, რომ მონაწილეობა მიეღო განხილვებში, თუ განსხვავებული აზრი ექნებოდა, დაერწმუნებინა მსჯელობისას და თათბირისას თავისი კოლეგები ან თუ ვერ დაარწმუნებდა, მაშინ დაეწერა განსხვავებული აზრი, მაგრამ, სავარაუდოდ, ისეთი ინსტრუქციაა მოსული, რომ განსხვავებული აზრის დაწერაც აკრძალული იქნება”, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.