ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ ვამხილოთ „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი, გაანადგუროს ოპოზიცია ამ ქვეყანაში

ზეგ დილიდან, სავარაუდოდ, ჩვენი გამოსვლის რიგი იქნება - ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ ვამხილოთ „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი, გაანადგუროს ოპოზიცია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, „კარგის არაფრის მომტანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
„ზეგ ჩვენ ვისაუბრებთ იმ ცილისწამებაზე, რომელიც მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან. სხვაგვარი კვალიფიკაცია ამას არ შეიძლება მიეცეს.
ეს პროცესი მე მგონი, კარგის არაფრის მომტანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“. საზოგადოება აკვირდება, რასთან გვაქვს საქმე - სარჩელის სრულიად არასამართლებრივ ხასიათს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნის გაგრძელება და ეს თვალსაჩინო ხდება ყოველი გამოსვლის შემდგომ. სარჩელის შინაარსიც კი დამამცირებელია სასამართლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

























