ფოთში ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

ფოთში ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთში, 47 წლის ინგა ყალიჩავას მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო,

ბრალდებულმა ზაზა კარბაიამ სასამართლოზე ყოფილი ცოლის მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე მოკლა.

პროკურატურის ინფორმაციით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარის მიზეზად ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობა სახელდება.