ანა წითლიძე - როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებელი პირები იყვნენ რესან კონცელიძე და ვასილ როინიშვილი - თუ ეს საქმე უნდა იყოს ჩვენი აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი, კონცელიძე და როინიშვილი არ უნდა დაისაჯონ? ვინც გააყალბეს შავაძის საქმე, მათ უნდა ამკრძალონ მე?

ანა წითლიძე - როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებელი პირები იყვნენ რესან კონცელიძე და ვასილ როინიშვილი - თუ ეს საქმე უნდა იყოს ჩვენი აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი, კონცელიძე და როინიშვილი არ უნდა დაისაჯონ? ვინც გააყალბეს შავაძის საქმე, მათ უნდა ამკრძალონ მე?

როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებელი პირები იყვნენ რესან კონცელიძე და ვასილ როინიშვილი - თუ ეს საქმე უნდა იყოს ჩვენი აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი, მაშინ მაინტერესებს რესან კონცელიძე და ვასილ როინიშვილი არ უნდა დაისაჯონ? ვინც გააყალბეს შავაძის საქმე, მათ უნდა ამკრძალონ მე, ანა წითლიძე? - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, როინ შავაძის საქმე იყო პრობლემური საქმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს.

„როინ შავაძის საქმე იყო პრობლემური საქმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ საქმესთან დაკავშირებით მეც მაქვს კითხვები. მეც ვითხოვ, რომ როინ შავაძის საქმე კიდევ ერთხელ იქნეს გამოძიებული, მაგრამ რანაირად შეიძლება, რომ როინ შავაძის საქმე იყოს ჩვენი აკრძალვის საფუძველი, როცა როინ შავაძის საქმის მთავარი გამომძიებელი, ვინც წარმართავდა საქმეს იყო რესან კონცელიძე. კაცი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო. ასევე, ამ საქმის დროს პროკურორის მოადგილე იყო ვასილ როინიშვილი, რომელიც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.

ამ საქმეზე მთავარი პასუხისმგებელი პირები იყვნენ რესან კონცელიძე, იმიტომ, რომ მან გამოიძია ეს საქმე არასწორად და ეს იყო ვასილ როინიშვილი. არაფერს არ ვემიჯნები, კითხვას ვსვამ, თუ ეს საქმე, რაზეც მათ შორის ინდივიდუალური პასუხისმგებლობები არის დამდგარი, უნდა იყოს ჩვენი აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი, მაშინ მაინტერესებს რესან კონცელიძე ამ საქმესთან დაკავშირებით არ უნდა დაისაჯოს? ვასილ როინიშვილი არ უნდა დაისაჯოს? მე ვიყავი შავაძის საქმის გამომძიებელი? - მე არ ვყოფილვარ!

ვიმეორებ, როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებელი პირები იყვნენ რესან კონცელიძე და ვასილ როინიშვილი, პროკურორის მოადგილე, რომელიც უშუალოდ წარმართავდა საქმეებს და ახლა არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. ვინც გააყალბეს შავაძის საქმე, კონცელიძემ და ვასილ როინიშვილმა, მათ უნდა ამკრძალონ მე, ანა წითლიძე? მოიწვიონ რესან კონცელიძე, დაიკითხოს ვასილ როინიშვილი, თქვან და აღიარონ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი. მე ვარ დაინტერესებული ამ საკითხით“,- განაცხადა წითლიძემ.