ალეკო ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოგგლიჯავ ენას“ - ხომ არ გგონია, 13 წელი ვიქნები ციხეში

ალეკო ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოგგლიჯავ ენას“ - ხომ არ გგონია, 13 წელი ვიქნები ციხეში

ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოვგლიჯავ ენას“ [არჩილ გორდულაძეს], ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში], - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების” დეპუტატისა და საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომელმაც სასამართლო განხილვისას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას, ალეკო ელისაშვილი ტერორისტად მოიხსენია და „ლელო-ძლიერ საქართველოს“ შეახსენა, რომ პარტია ალეკო ელისაშვილის ქმედებას არ გამიჯვნია.

ელისაშვილის თქმით, არჩილ გორდულაძე ტყუილს იძახის, როდესაც ის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრად მოიხსენიებს.

„გორდულაძე რომ არის, ახალი უცნაური პერსონაჟი, გამოვიდა „ლელოს“ წევრი ელისაშვილი, ცეცხლს უკიდებდა სასამართლოს და ტერორისტული აქტი ჩაიდინაო. არასოდეს არ ვყოფილვარ „ლელოს“ წევრი და არც ვარ. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის და ასეთ ტყუილს იძახის.

„ლელოს“ წევრი არ ვარ, მხოლოდ ერთადერთი პარტიის წევრი ვარ - „მოქალაქეების“. ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოვგლიჯავ ენას“ [არჩილ გორდულაძეს], ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში]. ჩემი სახელი და გვარი არ ახსენოს არასოდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე, განცხადების გაკეთების დროს.