ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის დეტალები ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილეს

ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის დეტალები ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილეს.
„ნორვეგიის პრემიერ-მინისტრსა და მე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. ჩვენ ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბარი განვიხილეთ. ფინეთი და ნორვეგია უკრაინის მხარდაჭერას, ასევე, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მცდელობებს გააგრძელებენ“, - წერს ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი სტუბისა და იონას გარ სტორეს მიერ იყო ინიცირებული და იგი უკრაინასთან კონსულტაციით შედგა.
ალექსანდრ სტუბის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან საუბარი „გულახდილი და შინაარსიანი“ იყო.

























