TNET CONNECT-ის SMS და WhatsApp კავშირი მომხმარებელთან საქართველოში და 200-მდე ქვეყანაში

TNET CONNECT-ი ახალი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს მომხმარებლებთან SMS-ითა და WhatsApp-ით საქართველოსა და მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში აკავშირებს. პლატფორმის საშუალებით კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ მომხმარებლებთან დაამყარონ კომუნიკაცია, მიაწოდონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გააგზავნონ მარკეტინგული და ტრანზაქციული შეტყობინებები.
საქართველოში უმსხვილესი ტექნოლოგიური ეკოსისტემა TNET-ი საქმიანობას ახალი მიმართულებით აფართოებს და ახალ საკომუნიკაციო პლატფორმას TNET CONNECT-ს წარადგენს. კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების კომისიისგან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია მიიღო და შესაბამისი მომსახურების გაწევის უფლება მოიპოვა.
პლატფორმა ბიზნესს რამდენიმე ტიპის SMS-ის გაგზავნის შესაძლებლობას აძლევს:
- მარკეტინგული შეტყობინებები - სპეციალური შეთავაზებების, აქციების, ფასდაკლებებისა და ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
- ტრანზაქციული შეტყობინებები - შეკვეთის მიღების, გადახდის დადასტურების, მიწოდების სტატუსისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაგზავნად.
- ერთჯერადი ავტორიზაციის კოდები (OTP) - რეგისტრაციის, ანგარიშში შესვლისა და სხვა ციფრული ოპერაციების დროს.
TNET CONNECT-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა საერთაშორისო დაფარვაა. პლატფორმის საშუალებით ბიზნესებს მომხმარებლებთან დაკავშირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეეძლებათ.
„ბიზნესისთვის მომხმარებელთან სწრაფი, საიმედო და ეფექტური კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. TNET CONNECT-ით გვინდა, კომპანიებს შევთავაზოთ ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება და სხვადასხვა საკომუნიკაციო საჭიროების მართვას ერთ სივრცეში შესთავაზებს“, - აცხადებენ TNET-ში.
TNET-ის ეკოსისტემა 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს და ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს ემსახურება. ახალი მიმართულება TNET-ის ციფრული პროდუქტების განვითარების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა.
(R)

























