გიორგი გახარია - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი განსხვავებული შეხედულებების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა - რეჟიმი ფიქრობს, რომ ოპოზიციური ველის განადგურება საშუალებას მისცემს, შექმნას მარიონეტული, „პროქსი“ პარტიები ყალბი პლურალიზმისთვის

საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული შეხედულებების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ „პროქსი“ პარტიების ჩამოყალიბება პლურალიზმის მოჩვენებითი სურათის შექმნის საშუალებას მისცემს.

„მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ფიქრობს, რომ ოპოზიციური ველის განადგურება მას საშუალებას მისცემს, შექმნას მარიონეტული, „პროქსი“ პარტიები ყალბი პლურალიზმისთვის, მისი პროპაგანდისტული მანქანა უკვე ამხელს ამ გეგმის დეტალებს. პრორუსულმა მოძრაობამ „ნეიტრალური საქართველო“ ღიად განაცხადა: ამ ჯგუფების

პოლიტიკიდან ჩამოშორება აუცილებელი პირობაა ახალი პარტიების გაჩენისა და ისეთი პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად, სადაც ჯანსაღი კონკურენციაა შესაძლებელი”. კონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის „დანაშაულად“ გამოცხადებით და მტკიცებით, რომ ოპოზიციის აკრძალვა „ჯანსაღ კონკურენციას“ ქმნის, რეჟიმი და მისი პრორუსული “პროქსი” პარტიები საკუთარ ნამდვილ განზრახვას ამხელენ: სრული კონტროლის დამყარებას პლურალიზმის ყალბი ნიღბის მიღმა”,- აცხადებს გახარია.