ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს

ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს

ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, - ამის შესახებ განცხადებას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისა და ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის საკითხები განიხილეს.

„ფინეთი და ნორვეგია რუსეთს ესაზღვრებიან. ისინი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან. სატელეფონო საუბრის მიზანს პრეზიდენტ პუტინისთვის ომის დასრულების ხელშემწყობი სამომავლო მოლაპარაკებების შესახებ გზავნილების პირდაპირ გადაცემა წარმოადგენდა. საუბარი აბუ-დაბიში დაგეგმილ მომავალ შეხვედრებს უკავშირდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სტუბმა და სტორემ პუტინთან თავიანთი ქვეყნების სახელით ისაუბრეს და არა ევროპის.