დადიანის ქუჩაზე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები აქციას მართავენ

დადიანის ქუჩაზე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები აქციას მართავენ

დადიანის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, რომლებიც სკოლის შენობის მშენებლობის დასრულებასა და ბავშვების სკოლაში დროულად დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მათი განცხადებით, აღნიშნული სკოლის ძველი შენობა ავარიული მდგომარეობისა და სეისმური ნორმების შეუსაბამობის გამო რვა წლის წინ დაინგრა. ახალი შენობის მშენებლობა კი 2023-2024 წლებში დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დასრულებული არ არის.