სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, - ინფორმაციას იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში ავრცელებს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი მოსკოვში სლოვაკეთ-რუსეთის სამთავრობათშორისო კომისიის შეხვედრაზე ჩავიდა. კომისიამ, რომელიც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა, მუშაობა განაახლა.

იურაი ბლანარმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სლოვაკეთ-რუსეთის ურთიერთობები „პრაგმატული და კონსტრუქციული“ რჩება.

„ჩვენ რუსეთთან დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ. მოსწონთ თუ არა ეს ხმამაღალ ოპოზიციონერებს, რადგან სლოვაკეთის ინტერესები მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს. თუ, რა თქმა უნდა, მათ არ სურთ მოქალაქეებმა იცხოვრონ სუვერენიტეტის გარეშე, ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ისეთი ფასებით, რომელთა გადახდაც არ შეუძლიათ. როგორც ჩანს, მათ სწორედ ეს სურთ“, - წერს ბლანარი.