ბერდია სიჭინავა - ჩვენ პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით რაც ილაპარაკეს, აბსოლუტური სიცრუეა - ყველა ტყუილს ადეკვატურ პასუხს გასცემს ჩვენი მხარე

ბერდია სიჭინავა - ჩვენ პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით რაც ილაპარაკეს, აბსოლუტური სიცრუეა - ყველა ტყუილს ადეკვატურ პასუხს გასცემს ჩვენი მხარე

ჩვენ პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით რაც ილაპარაკეს, აბსოლუტური სიცრუეა - ყველა ტყუილს ადეკვატურ პასუხს გასცემს ჩვენი მხარე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, მოსარჩელე მხარემ იკადრა ტყუილი, თითქოს პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ რაიმე კავშირი ჰქონდა 4 ოქტომბრის საქმესთან.

„ისიც იკადრეს ამ დარბაზში ეთქვათ, რომ 4 ოქტომბერთან რაიმე კავშირი გააჩნია ჩვენ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პირველი დღიდან იძახდა, რომ ეს იყო ავანტიურა და დანაშაული დაგეგმილი სუს-ში და „ქართული ოცნების“ ოფისში, მოქალაქეები არ უნდა ყოფილიყვნენ ამის ნაწილი და უნდა მისულიყვნენ არჩევნებზე. იკადრეს, რომ უტიფარი ტყუილით წარმდგარიყვნენ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ახსნა-განმარტების ჩვენი დრო როცა მოვა, ყველა ტყუილს ადეკვატურ პასუხს გასცემს ჩვენი მხარე. არ შეიძლება უტიფრად ამტკიცო შავზე თეთრი, თეთრზე შავი”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.