სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელი - პატარა სერბეთის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება არაფერს შეცვლის, მაგრამ სიმბოლურად ძალიან ცუდი იქნება

სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელი - პატარა სერბეთის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება არაფერს შეცვლის, მაგრამ სიმბოლურად ძალიან ცუდი იქნება

პატარა სერბეთის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება არაფერს შეცვლის, მაგრამ სიმბოლურად ძალიან ცუდი იქნება, - ამის შესახებ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელმა, იოვო ბაკიჩმა განაცხადა.

იოვო ბაკიჩის განცხადებით, „სტუდენტური სია“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავს.

„ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც დიდი ძალის მქონე სახელმწიფოს, ისე ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორს და ხშირ შემთხვევაში ჩვენს დამცველსაც. ამ მხრივ, არანაირი ცვლილება არ იქნება“, - განაცხადა ბაკიჩმა.

მისი თქმით, სერბეთი „გაერო-ს სანქციებს გადაურჩა და ძალიან კარგად იცის, თუ როგორი განსაცდელია ეს“.

შეგახსენებთ, სერბეთში გუშინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც „სტუდენტურმა სიამ“ ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია“ დაამარცხა.