ანდრეი სიბიგა - დარწმუნებული ვარ, ვიქტორ ორბანი, გაერო-ს გენერალური მდივნის რანგში, სათანადოდ გამოიყენებდა ვეტოსა და შანტაჟის იმ ოსტატურ უნარებს, რომლებიც ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ჩაშლისას გამოიმუშავა

დარწმუნებული ვარ, რომ ვიქტორ ორბანი, გაერო-ს გენერალური მდივნის რანგში, სათანადოდ გამოიყენებდა ვეტოსა და შანტაჟის იმ ოსტატურ უნარებს, რომლებიც წლების განმავლობაში ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ჩაშლისას გამოიმუშავა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ანდრეი სიბიგა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შესაძლო კანდიდატურას მხარს უჭერს.

„შეგვიძლია დანარჩენ მსოფლიოს გავუზიაროთ ჩვენი დიდი გამოცდილება, თუ როგორ გავიყვანოთ ყავაზე საჭირო მომენტში“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

ცნობისთვის, გამოცემა The Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვიქტორ ორბანის წარდგენას მხარს უჭერს. ასევე, როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ორბანის შესაძლო კანდიდატურას მხარს ჩინეთი და რუსეთი დაუჭერენ.