ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპმა ძალიან კარგად იცის, რომ ნობელის კომიტეტი დამოუკიდებელია

დონალდ ტრამპმა ძალიან კარგად იცის, რომ ნობელის კომიტეტი დამოუკიდებელია, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა.
ესპენ ბარტ ეიდე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც ნორვეგიას „ნაგავი ქვეყანა“ უწოდა, რადგან „ნობელის პრემია არ მიანიჭეს“.
„ჩვენ მას ეს შევახსენეთ, თუ ვინმეს აინტერესებს და ეს კვლავ ასე რჩება“, - აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიგრანტებს ზოგიერთი ქვეყნიდან მიესალმება, თუმცა არა ნორვეგიიდან.
„რადგან ნობელის პრემია არ მომანიჭეს… ამიტომ, ნორვეგიიდან არავინ მინდა. სინამდვილეში, ნორვეგია ნაგავ ქვეყნად იქცა“, - აღნიშნა ტრამპმა.

























