არჩილ გორდულაძე - აგვისტოს ომიდან ორ თვეში მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ან არ გაუკეთებია და დაიბრალა - ორივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი

არჩილ გორდულაძე - აგვისტოს ომიდან ორ თვეში მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ან არ გაუკეთებია და დაიბრალა - ორივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი

აგვისტოს ომიდან ორ თვეში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც მათ შორის წერია „განურჩეველი ძალის და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“. ამ საკითხებზე ხმის მიცემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ან არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი. სხვათა შორის, რუსეთის ფედერაციას ამ რეზოლუციაზე მხარი არ დაუჭერია, ზუსტად ამავე მიზეზებით, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ სარჩელის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან დღემდე, გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად განახორციელა ისეთი ქმედებები და ღონისძიებები, რომელმაც გამოიწვია შემდეგი ფაქტები: 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2 ოქტომბრის #16/33 რეზოლუციას. ამ რეზოლუციაშია აღნიშნულია შემდეგი - „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლობით დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულ მასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“.

იმავე რეზოლუციის მე-11 პუნქტი:

„განურჩეველი ძალის და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“. ამ საკითხებზე ხმის მიცემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და აღიარა ან არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი. სხვათა შორის, რუსეთის ფედერაციას ამ რეზოლუციაზე მხარი არ დაუჭერია, ზუსტად ამავე მიზეზებით.

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობითა და ძალადობით შეცვლის მიზანი: - საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე, საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. არჩევნების შედეგებისა და არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე, მთელ რიგ შემთხვევებში, უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან დასახელებული პარტიები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.