არჩილ გორდულაძე ოპოზიციის აქციაზე - კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე, ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს

კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე, ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, თუ ვინ არიან “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, ოპოზიციის მიერ ჩატარებულ აქციას, “საქართველო ივანიშვილის გარეშე”.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობრივი სიმცირე განპირობებულია “ქართული ოცნების” მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს უცხო ქვეყნიდან შავი ფულის შემოდინების შესაძლებლობა.
“კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე. ჩვენ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს შავი ფულის უცხო ქვეყნიდან შემოდინების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ გამჭვირვალობის კანონმდებლობები, რითაც ცხადი ხდება, თუ რას ხმარდებოდა გარედან შემოსული თანხები, უკვე შესაძლებლობას აღარ აძლევს პოლიტიკურ პარტიებს, რომ გარედან მართულმა პირებმა, ფულის გადახდით იქნება თუ ასე მოსყიდვით და ადამიანების მოტყუებით, დააორგანიზონ ის აქციები, რომლებიც ხშირად ძალადობრივში გადაიზრდება ხოლმე, როგორიც იყო არაერთი 2023 წელს, 2024 წელს, 2025 წელს. ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, თუ ვინ არიან ამ “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები,” - აღნიშნა გორდულაძემ.

























