„ოპოზიციის ალიანსის” მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

„ოპოზიციის ალიანსის” მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

„ოპოზიციის ალიანსის” მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე” დასრულდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები ჯერ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსმა საზოგადოებას მიმართა.

პოლიტიკოსების თქმით, ეს აქცია იქნება დასაწყისი სხვა პერმანენტული აქციების, 28 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.