ლევან ცუცქირიძე - დღევანდელი აქციის ამოცანა არის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არ შევეგუებით ქართველი ერისგან გამოიყვანონ მორჩილი, მდუმარე ბრბო

ლევან ცუცქირიძე - დღევანდელი აქციის ამოცანა არის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არ შევეგუებით ქართველი ერისგან გამოიყვანონ მორჩილი, მდუმარე ბრბო

ამ აქციის ამოცანა არის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არ შევეგუებით ქართველი ერისგან გამოიყვანონ მორჩილი, მდუმარე ბრბო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამდიდრების წყარო იქნება და რომელსაც სამოქალაქო ღირსებას აყრიან, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „ინტერპრესნიუსს” თსუ-ს პირველ კორპუსთან, საპროტესტო აქციის დაწყებისას განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, საპროტესტო მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდება და საჭიროა, ამ პროტესტმა პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინოს.

„ეს არის ჩვენი ამოცანა დღეს, რომ შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ კიდევ უფრო ძლიერი პროტესტით, მაგრამ ასევე კიდევ უფრო ძლიერი პოლიტიკური ორგანიზებით. პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა გვჭირდება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ორგანიზება და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ძალაუფლება ხალხის ხელში დაბრუნდება, რომელიც უსამართლოდ აქვს წართმეული”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.