სომეხთა ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვებას დღესასწაულობს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვებას დღესასწაულობს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ჯვრის მოპოვება ქრისტეს ჯვრისადმი მიძღვნილ ოთხ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და იგი წმინდა ელენე დედოფლის მიერ 327 წელს, იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენას უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომხურ სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























